Home » საზოგადოება » 109-ე ბაღის აღსაზრდელები ,,დირსის’’ კომპლექსში განთავსდებიან
109-ე ბაღის აღსაზრდელები ,,დირსის’’ კომპლექსში განთავსდებიან

109-ე ბაღის აღსაზრდელები ,,დირსის’’ კომპლექსში განთავსდებიან

109– ბაღის აღსაზრდელები სასწავლო პროცესს  ორშაბათიდან  ,,დირსის’’ კომპლექსში გააგრძელებენ  

მას შემდეგ, რაც მთავრობამ და მშობელთა გარკვეულმა ნაწილმა გამოთქვა ინიციატივა, ბაღი დროებით კომპლექს „დირსში“ განთავსებულიყო, დეველოპერული კომპანიაც დათანხმდა ამ  წინადადებას. ,,დირსში’’  აცხადებენ, რომ აღსაზრდელისთვის  შესაბამისი გარემოს მოწყობა კომპლექსის ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია და ის მზად კვირის ბოლომდე იქნება.

ბაღების მართვის სააგენტოში კი განაცხადეს, რომ იჯარისა და შესაბამისი სტანდარტების დანერგვისთვის საჭირო ხარჯებს სააგენტო უზრუნველყოფს. 109-ე ბაღი კი  კუთვნილ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესს, სავარაუდოდ,  წელიწად-ნახევრის შემდეგ გააგრძელებს.

,,იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბაღით ძირითადად ისნის მოსახლეობა სარგებლობს, ეს არის ჩვენი უბნის პრობლემა, ჩვენ ვერ დავრჩებით გულგრილნი. ჩვენს კომპანიას შეუძლია,  რომ ბაღების სააგენტოს შესთავაზოს ბაღისთვის შესაბამისი ტერიტორია, იმისთვის, რომ დიდხანს არ შეფერხდეს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. ჩვენს კომპლექსს გააჩნია რესურსი გამოყოს ფართი და ერთ სივრცეში უზრუნვლყოს 109 საჯარო ბაღის სრულად განთავსება. ვფიქრობ, ჩვენ ორშაბათისთვის  შევძლებთ კომფორტული გარემოს უზრუნველყოფას  ამ ბაღის ბავშვებისთვის’’- განაცხადა  დეველოპერული კომპანია ,,დირსის’’ ხელმძღვანელმა ბესო ჯიქურაულმა.

 

Share