Home » ახალი ამბები » 1000 ხუთ-ვარსკვლავიანი სასტუმრო და 40 მილიარდი ტურიზმის სექტორიდან
1000 ხუთ-ვარსკვლავიანი სასტუმრო და 40 მილიარდი ტურიზმის სექტორიდან

1000 ხუთ-ვარსკვლავიანი სასტუმრო და 40 მილიარდი ტურიზმის სექტორიდან

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ნიკოლოზ ლეკიშვილი, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ტურიზმის სფეროდან 40 მილიარდის მოზიდვას აპირებს.  ამის შესახებ ის ფეისბუქ ვიდეო მიმართვაში აცხადებს.

“ათასი ხუთ-ვარსკვლავიანი სასტუმრო, ტურიზმი – ეკონომიკის მხოლოდ ამ სექტორით საქართველოში 40 მილიონი ტურისტის და შესაბამისად 40 მილიარდის ქართულ ეკონომიკაში შემოტანის უზრუნველყოფაა. საქართველო, 2020 2030 წელი”, – აცხადებს ლეკიშვილი.

ამ დროისთვის ცესკო-ში საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრაციის მიზნით 12 განაცხადია შესული.

Share