Home » მსოფლიო » 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოში ამჟამად
10 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოში ამჟამად

10 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოში ამჟამად

10 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მსოფლიოში ამჟამად

1)  ტრამპის ახალმა ადვოკატმა, რუდი ჯულიანმა განაცხადა, რომ ა.შ.შ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილ ადვოკატს მაიკლ კოჰენს $130,000 გადაუხადა, რითაც ადვოკატის მიერ სთორმი დანიელსისათვის გადახდი თანხის კომპენსირება მოახდინა.

2)  გაერო უბიძგებს ტრამპს, რომ არ გავიდეს ირანის ბირთვული გარიგების მოლაპარაკებიდან. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გატერესმა განაცხადა, რომ 2015 წელს ომის რეალური რისკი არსებობდა და ეს შეთანხმება დროული იყო.

3) ა.შ.შ-ს ოფივიალური პირები შეიძლება სინგაპურს უყურებდნენ, როგორც ადგილს მომავალი სამიტისთვის ჩრდილოეთ კორეასთან. სინგაპური ა.შ.შ-ს და ჩრდილოეთ კორეასთანაც დიპლომატიურ ურთიერთობებს ინარჩუნებს. ის აზიური ქვეყნებისთვისაც ნეიტრალურ შეხვედრის ადგილად ითვლება.

4) ავსტრალიის “Commonwealth” ბანკმა განაცხადა, რომ მან 20 მილიონი მომხარებელი დაკარგა. აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ბანკმა ასევე დაკარგა 15 წლის განმავლობაში შეგრევებული ინფორმაცია.

5) პენტაგონმა შეაჩერა ჩინური მობილური ტელეფონების სამხედრო ბაზაში გაყიდვა. ა.შ.შ-მ წვდომა შეამცირა Huawei-ზე და ZTE-ზე.

6) Cambridge Analytica იხურება. ფირმა კლიენტებს კარგავს ფეისბუქის გახმაურებული საქმის შემდეგ პირადი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.

7) ზიმბაბვეს ოპოზიციის ლიდერი დაპირდა ქვეყანის მოსახლეობას, რომ ის ზიმბაბვეს ჩინურ ინვესტიციებს მოაშორებდა. ჩინეთი ზიმბაბვეს უდიდესი ინვესტიციის წყაროა. ჩინეთმა ზიმბაბვეში მილიარდები შეიტანა ბოლო ათი წლის განმავლობაში.

 8) Tesla -მ პირველ კვარტალში იმაზე მცირე წაგება აჩვენა, ვიდრე ანალიტიკოსები მოელოდნენ. ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია შეიცვლება რათა მომგებიანობა გაზარდოს.

9) 10 ადამიანი დაშავდა ინგლისში ებრაულ ფესტივალზე კოცონის აფეთქების შედეგად. რამდენიმე წყარო მიუთითებს რომ ხალხი ტელეფონებს ცეცხლში ისროდა.

10)სტივენ ჰოკინგის საბოლოო კვლევა ახლახანს გამოქვეყნდა და ის შეიძლება დაგვეხმაროს ვიპოვოთ პარალელური სამყაროს საიდუმლო. ფიზიკოსმა თავისი ბოლო ნაშრომო სიკვდილის წინ 10 დღით ადრე დაასრულა.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით
ზაზა ხორბალაძე

Share