Home » მსოფლიო » 10 ყველაზე ძლიერი ბრენდი მსოფლიოში
10 ყველაზე ძლიერი ბრენდი მსოფლიოში

10 ყველაზე ძლიერი ბრენდი მსოფლიოში

შეფასების და სტრატეგიის  საკონსულტციო კომპანია  Brand Finance-ის მიერ, ყოველწლიურად  გამოქვეყნებული  რეიტინგის მიხედვით, Lego-მ ყველაზე ძლიერი ბრენდი ს  ადგილი  უოლტ დისნეის დაუთმო.

ტოპ ათეულში მხოლოდ ერთი ტექნოლოგიური ფირმა მოხვდა და თან ეს Apple არ არის. საცალო გაყიდვა , მედია და ფინანსური კომპანიები სწორედ მსგავსი ორგანიზაციები დომინირებდნენ გამოქვეყნებულ რეიტინგში.

Brand Finance-მა კომპანიები სხვადასხვა ნიშან-თვისებებით გამოიკვლია. კომპანიის წინსვლა, ინვესტიციები, სამუშაო პერსონალის და მომხმარებლების გამოკითხვა –  ეს ის ფაქტორებია რომლის დახმარებითაც კომპანიების გავლენიანობა 100 ქულიანი სისტემით შეაფასეს.

  1. Google

ბრენდის სიძლიერე : 89.5

ბრენდის ღირებულება : 94.2 მილიარდი დოლარი

ბრენდის ღირებულების პოზიცია : 2

რა მოხდა : განვლილი წლის განმავლობაში კომპანიაში დიდი ცვლლებები მოხდა, ოქტომბერში მომხდარი რეორგანიზაციიის შედეგად მშობლიური კომპანია Alphabet-ის მმართველობის ქვეშ გადავიდა. ბოლო წლებში შემცირებული რეკლამების მიუხედავად ტექნიკური კომპანია მაინც ახერხებს შესაძლებლობების გაფართოებას,  ამაში კი ყველაზე მეტად  მობილური ტელეფონებით მოღებული მოგება ეხმარება. Google-ის მეოთხე კვარტალის მოგებას Alphabet ორშაბათს გამოაქვეყნებს.

  1. NBC

ბრენდის სიძლირე : 89.7

ბრენდის ღირებულება : 16.1 მილიარდი დოლარი

ბრენდის ღირებულების პოზიცია : 72

რა მოხდა : კომპანია ამტკიცებს რომ არასაკაბელო სატელევიზიო მომსახურებები როგორცაა  Netflix და Amazon Prime ხელს არ უშლის NBC-ის პოპულარობას. კომპანიის წარმომადგენელმა ალან ვუდზელმა განაცხადა „ ყველა ტელევიზორის ყურებას უბრუნდება“. ამით მან ყურადღება გაამახვილა Symphony Advanced Media-ის მიერ გავრცელებულ მონაცემებზე რომლის თანახმადაც ინტერნეტის ყველაზე პოპულარულ გადაცემებს უფრო ნაკლები მაყურებლბები ჰყავს ვიდრე ტრადიციული ტელევიზორის საუკეთესო გადაცემებს.

  1. Coca-Cola

ბრენდის სიძლირე : 90.4

ბრენდის ღირებულება : 34.2 მილიარდი დოლარი

ბრენდის ღირებულების პოზიცია : 17

რა მოხდა : კოკა-კოლა მაინც რჩება პოპულარულ ბრენდად, მაგარმ კომპანიის მდგომარეობა ბოლო წლების მანძილზე მაინც გაუარესდა. მომხმარებლების მიერ შაქრიან სასმელებზე უარის თქმა ამის გამომწვევ მთავარ მიზეზად იქცა. დაბალი შაქრის შემცველობს Coke Life-ის გაყიდვები 2014-15 წლებში 71 პროცენტით დაეცა.

  1. Johnson’s

ბრენდის სიძლირე : 90.7

ბრენდის ღირებულება : 15.1 მილიარდი დოლარი

ბრენდის ღირებულების პოზიცია : 79

რა მოხდა : Johnson’s საბავშვო პროდუქტებში უმთავრეს ბრენდად იქცა. მოგების შემცირების მიუხედავად მშობლიურმა კომპანიამ Johnson and Johnson-მა მეოთხე კვარტალის მოგების 27.6 პოცენტიანი ზრდის შესახებ გამოაცხადა. წარმოებული პროდუქტები მომავალ წელს შესაძლოა ფარმაცევტულ და სამედიცინო დანაყოფებში გადანაწილდეს. ეს კი ბრენდის შეფასებაზე დიდ ზემოქმედებას მოახდენს.

  1. Nike

ბრენდის სიძლირე : 90.7

ბრენდის ღირებულება : 28 მილიარდი დოლარი

ბრენდის ღირებულების პოზიცია : 29

რა მოხდა : უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში სწორედ Nike საზღვრავდა რა იყო საუკეთესო პროდუქტი სპორტულ ტანსაცმელში. ეს არც ბოლო წლების განმავლობაში შეცვლილა. მეოთხე კვარტალის მოგება 4.1 პროცენტით გაიზარდა, ძირითადად ფეხსაცმელზე და ტანსაცმელზე მოთხოვნის გაზრდის გამო. ბრენდმა უახლესი წარმატება Instagram-ის გამოყენებითაც მოიპოვა.

  1. McKinsey

ბრენდის სიძლირე : 91.4

ბრენდის ღირებულება : 4.8 მილიარდი დოლარი

ბრენდის ღირებულების პოზიცია : 288

რა მოხდა : საკონსულტაციო ფირმა McKinsey 1 400 პარტნიორი და 18 500 თანამშრომლისგან შედგება. ბრენდ მუდმვარ ადაპტირდება და იცვლის სამუშაო ადგილს. მის თანამშრომლებს კი ხშირად იწვევენ მნიშვნელოვან კომპანიებში კონსულტაციისთვის. დირექტორმა დომინიკ ბარტონმა განაცხადა „თუ არ ფიქრობთ ორი წლის შემდეგ თქვენი ბიზნესის რომელი ნაწილი იქნება შესაცვლელი მაშინ ამ საქმეში თვენი ადგილი არ არის“.

  1. PwC

ბრენდის სიძლირე : 91.5

ბრენდის ღირებულება : 18.6 მილიარდი დოლარი

ბრენდის ღირებულების პოზიცია : 58

რა მოხდა : Pricewaterhouse Coopers მსოფლიოს ოთხ საუკეთესო აუდიტურ კომპანიებიდან ერთ-ერთია. კომპანიამ წელს McKinsey-ის ადგილი დაიკავა და ყველაზე ძლიერი გახდა ფინანსურ ინდუსტრიაში. 2015 წელს კომპანიის მოგება წინა წელთან შედარებით 10 პროცენტით გაიზარდა.

  1. L’Oréal

ბრენდის სიძლირე : 91.5

ბრენდის ღირებულება : 14.9 მილიარდი ოლარი

ბრენდის ღირებულების პოზიცია : 80

რა მოხდა : კომპანიამ მომხმარებლების ზრდის მიუხედავად მანც მოახერხა ექსკლუზივობის შენარჩუნება. ამ წარმატების მიზეზად Brand Finance-ი კომპანიის მარკეტინგის განუმეორებელ უნარებს ასახელებს. წინა წლის პირველი 6 თვის განმავლობაში მოგება 5.3 პროცენტით გაიზარდა. ზრდა ძირითად განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე დაფიქსირდა.

  1. Lego

ბრენდის სიძლირე : 91.6

ბრენდის ღირებულება : 4.5 მილიარდი დოლარი

ბრენდის ღირებულების პოზიცია : 324

რა მოხდა : ტოპ ათეულში ყველაზე იაფასია ბრენდი რიგით მეორე ყველაზე ძლიერიცაა. წარმატების ძირითად მიზეზად კი ისევ ბავშვებისთვის საყვარელი სათამაშოების შექმნა რჩება. წინა წლის პრობლემების გამო  კი კომპანიამ პირველი ადგილის შენარჩუნება ვეღარ შეძლო.

  1. Walt Disney

ბრენდის სიძლირე : 91.8

ბრენდის ღირებულება : 31.7 მილიარდი დოლარი

ბრენდის ღირებულების პოზიცია : 24

რა მოხდა : Walt Disney ვარსკვლავური ომების, ESPN, Pixar და მარველის შეძენის შემდეგ უძლიერეს ბრენდად იქცა მსოფლიოში. მათგან ყველაზე მომგებიანი მაინც ვარსკვლავური ომები იყო, რომელზეც უფლება კომპანიამ 2012 წელს Lucasfilm-ის 4 მილიარდ დოლარად ყიდვის შემდეგ მოიპოვა. Brand Finance-მა მხოლოდ ვარსკვლავური ომების ბრენდი 10 მილიარდ დოლარად შეაფასა. მაგრამ დისნეისწარმატების მიზეზი, არამარტო ახალი შესყიდვებია, არამედ მრავალწლიანი გამოცდილება  და საიმედოებაა.

bfm.ge

Share