Home » გალერეა » 10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება
10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება

10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 36 071 399 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 98 102 614 აშშ დოლარს შეადგენს. გასული წლის, ქართული ღვინის იმპორტიორი ტოპ ათი ქვეყანა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

ქვეყანა  –  ბოთლი (0,75ლ)

 რუსეთი – 18,308,177

 ყაზახეთი – 5,195,949

 უკრაინა – 3,412,453

ჩინეთი – 2,672,154

პოლონეთი – 1,600,302

ლატვია – 1,059,498

ბელარუსი – 900,346

ლიტვა – 658,666

ესტონეთი –  506,124

 გერმანია – 276,862

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი თვის მონაცემებს, 2016 წლის იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 521 802 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. სულ ექსპორტირებულია 3,62 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო.
Share