Home » მსოფლიო » 10 ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი საგარეო ვალი აქვს
10 ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი საგარეო ვალი აქვს

10 ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი საგარეო ვალი აქვს

სახელმწიფო ვალის ტვირთის სიდიდე იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რამდენია ვალი პროცენტულად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ. ამასთან, რაც უფრო დიდია ქვეყნის ეკონომიკა, მას შეუძლია უფრო მეტ ვალს მოემსახუროს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2017 წლის აპრილის მონაცემებით, 2016 წლის 31 დეკემბერს ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალი იაპონიას ჰქონდა – მშპ-ის 239%, რაც დოლარებში 11 ტრილიონია. მეორე ადგილზეა საბერძნეთი – მშპ-ის მიმართ 181%-ით, 335 მილიარდი დოლარი.

მსოფლიოს 10 ქვეყნის სია კი, რომელსაც ყველაზე დიდი საგარეო ვალი აქვთ, ასე გამოიყურება:

1. იაპონია – 239%, დოლარებში 3 ტრილიონ 240 მილიარდი დოლარი;

2. საბერძნეთი – 181 %, დოლარებში 360 მილიარდი დოლარი;

3. ლიბანი – 143 %, დოლარებში 32 მილიარდ 640 მილიონი დოლარი;

4. კაპე ვერდე – 134 %, დოლარებში 741 მილიარდ 300 მილიონი დოლარი;

5. იტალია – 133 %, დოლარებში 2 ტრილიონ 444 მილიარდი დოლარი;

6. პორტუგალია – 130 %, დოლარებში 449 მილიარდი დოლარი;

7. ერიტრეა – 126 %, დოლარებში მილიარდ 26 მილიონი დოლარი;

8. გამბია – 116 %, დოლარებში 545 მილიარდ 800 მილიონი დოლარი;

9. მოზამბიკი – 115 %, დოლარებში 4 მილიარდ 880 მილიონი დოლარი;

10. იამაიკა – 115 %, დოლარებში 14 ტრილიონ 600 მილიარდი დოლარი.

თუ ვნახავთ მხოლოდ ნომინალურ გამოსახულებაში (დოლარებში), მსოფლიოში ყველაზე მეტი სახელმწიფო ვალი აშშ-ს აქვს, მისი დავალიანება 20 ტრილიონ დოლარს უახლოვდება, თუმცა, მშპ-ს მიმართ 107%-ია.

Share