Home » ფინანსები » 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასმა 8 ლარით დაიწია და 60 ლარის ფარგლებში მერყეობს

1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასმა 8 ლარით დაიწია და 60 ლარის ფარგლებში მერყეობს

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას თქმით, 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის თავისუფალი ბაზრის ფასმა 8 ლარით დაიწია და ახლა 60 ლარის ფარგლებში მერყეობს.

მისი თქმით, ფქვილზე სუბსიდირების მოხსნა აისახება თუ არა პურის ფასზე, ეს არა ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის, არამედ პურის მწარმოებელთა ასოციაციის კომპეტენციაა.

„1-ელ ივლისს მთავრდება სუბსიდირების პროგრამის ვადა. სუბსიდირების პროგრამა იყო რამდენიმე ეტაპიანი და მისი მიზანი პურის ფასის ფქვილის ფასიდან გამომდინარე შენარჩუნება იყო. 70-მა პურის მწარმოებელმა კომპანიამ პროდუქტზე ფასი იმ პირობით არ გააძვირა, რომ 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 53 ლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.

მაშინ თავისუფალ ბაზარზე პირველ ეტაპზე ფქვილის ფასი იყო 68 ლარის ფარგლებში, შესაბამისად, მთავრობას მოუწია სუბსიდირების პროგრამების განხორციელბა, პირველ ეტაპზე ეს იყო 10-ლარიანი პროგრამა, მეორეზე 15-ლარიანი, შემდეგ კი 20-ლარიანი.

სუბსიდირების პროგრამა რომც გაგრძელდეს, დღევანდელი ფქვილის ფასი თავისუფალი ბაზრის ფასი უკვე აღარ არის 68 ლარი, 8 ლარით დაიწია და ეს ფასი 60 ლარის ფარგლებშია. თუ სუბსიდირება იქნება, ეს არ იქნება 15 და 20- ლარიანი, არამედ 7 ლარიანი“, – განაცხადა სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე .

Share