Home » მსოფლიო » 1-ლი ივლისიდან ესტონეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახდება
1-ლი ივლისიდან ესტონეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახდება

1-ლი ივლისიდან ესტონეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახდება

ესტონეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახდა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა უფასო იქნება 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან ტალინში ავტობუსით, ტრამვაით და მატარებლით მგზავრობა უფასოა. თუმცა ამ შეღავათით მხოლოდ ქალაქის მცხოვრებლები სარგებლობენ.

რეგიონებში უფასო საზოგადოებრივ ტრანსპორტს მხარს დაახლოებით 30 % უჭერს. ბევრი შიშობს, რომ ფასის გაუქმება მომსახურების ხარისხზეც აისახება.

რატომ უფასო ტრანსპორტი?

ზოგი მიიჩნევს რომ საჯარო ტრანსპორტი უფასო უნდა იყოს ისე როგორც სკოლები, პარკები და ბიბლიოთეკებია. ეს კარგია ქალაქებისთვის რადგან ხალხის ნაკადის მარტივი გადაადგილება კომერციულ აქტივობებს უზრუნველყოფს.

ტალინის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ უფასო ტრანსპორტირება მომგებიანი იქნება დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის, მაგრამ ასევე უბიძგებს მაღალშემოსავლიან ოჯახებს, რომ მათ მეტი ფული დახარჯონ რესტორნებში, კაფეებსა და მაღაზიებში.

ტალინში, რეზიდენტად დარეგისტრირებული პირიდან ავტომატურად გადაეცემა ქალაქს ნაციონალური გადასახადის ნაწილი.

“უდაოდ ჩვენ არამარტო ვფარავთ ხარჯებს, არამედ ასევე ზედმეტიც კი გვრჩება,” განაცხადა ალან ალაკიულმა, ტალინის ევროპული ერთობის ოფისის თავმჯდომარემ.

“ჩვენ ორჯერ იმაზე მეტი გამოვიმუშავეთ, ვიდრე დავხარჯეთ უფასო ტრანსპორტირების წარდგენის შემდეგ. ჩვენ ბედნიერები ვართ რომ ბევრი ადამიანია მოტივირებული, რათა დარეგისტრირდნენ როგორც ტალინის რეზიდენტებად და უფასო საჯარო ტრანსპორი გამოიყენონ.”

 

ზაზა ხორბალაძე

www.weforum.org

Share