Home » ბიზნესი » 1 ივლისიდან Wizz Air-ის ბაზა ქუთაისში ბრუნდება

1 ივლისიდან Wizz Air-ის ბაზა ქუთაისში ბრუნდება

1 ივლისიდან Wizz Air-ის ბაზა ქუთაისში ბრუნდება. ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 6 მიმართულებით შეასრულებს:
🔹 მილანი
🔹 პრაღა
🔹 ათენი
🔹 სალონიკი
🔹 ლარნაკა
🔹 მემინგენი
პირველ ეტაპზე, ეპიდსიტუაციიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესულდება. ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან კი რეისების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.
Share