Home » ფინანსები » 1-ელ ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

1-ელ ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის  წარდგენის ვადა.

 

ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმული:

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=471

 

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ახალი სერვისით “RS ჩათი“  ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს  2 299 299.

დღეის მონაცემებით, უკვე 120 000-ზე მეტ ფიზიკურ პირს გაეგზავნა საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე.

Share