Home » საზოგადოება » 1 875 ლარი ქორწინებისას და შვილის შეძენისას – რა სოციალური გარანტიებით ისარგებლებენ მეხანძრე-მაშველები
1 875 ლარი ქორწინებისას და შვილის შეძენისას - რა სოციალური გარანტიებით ისარგებლებენ მეხანძრე-მაშველები

1 875 ლარი ქორწინებისას და შვილის შეძენისას – რა სოციალური გარანტიებით ისარგებლებენ მეხანძრე-მაშველები

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიებისა და შეღავათების უზრუნველყოფის“ ახალი წესი დამტკიცდა.

დოკუმენტის თანახმად, უწყებაში დასაქმებულებზე განისაზღვრა ერთჯერადი ფულადი დახმარებები შვილის შეძენისას, დაქორწინებისას და ოჯახის წევრის გარდაცვალებისას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ბრძანებით, დაქორწინებისას მეხანძრე-მაშველის ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 1875 ლარის ოდენობით, შვილის შეძენისას ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არასრულწლოვნის შვილად აყვანისას – 1875 ლარის ოდენობით, ხოლო ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) გარდაცვალებისას – 1875 ლარის ოდენობით. ა

მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრების (მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. ამასთან, კადრების განკარგულებაში ყოფნის მთელ პერიოდში მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს (მეუღლეს და არასრულწლოვან შვილებს) უნარჩუნდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა.

დოკუმენტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი მეხანძრე-მაშველს აუნაზღაურდება სრულად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მკურნალობის ხარჯებს სრულად ანაზღაურებს სამსახური. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – ერთჯერადი ფულადი დახმარება 4 000 ლარით, ხოლო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 ლარით განისაზღვრა.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მეხანძრე-მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 ლარის ოდენობით. სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

ბრძანების მოქმედება ვრცელდება 2018 წლის 1-ლი აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

წყარო: bpn.ge

Share