Home » საზოგადოება » შემოსავლების სამსახურმა ვიდეო ზარით მომსახურების სერვისი განაახლა

შემოსავლების სამსახურმა ვიდეო ზარით მომსახურების სერვისი განაახლა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ განხორციელდა ვიდეო ზარის სერვისის განახლება – videocall.rs.ge, რომელიც სრულად მოერგო გადასახადის გადამხდელთა მოთხოვნებს. ახალი სისტემა შესაძლებლობას გაძლევთ, ადგილიდან გაუსვლელად მიიღოთ მარტივი და სწრაფი მომსახურება.

ვიდეო ზარის ფუნქციის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი მომსახურებით:

•    შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია;
•    ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ცვლილება და პაროლის აღდგენა;
•    საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია.

ვიდეო ზარით მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც საკუთარი სახელით, ასევე მინდობილი პირის მეშვეობითაც, სამუშაო დღეების განმავლობაში – 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ვიდეო ზარის სერვისის გამოყენების შესახებ, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ სერვისების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, თვითმომსახურების წახალისების მიზნით, შემოსავლების სამსახურში უკვე 452 ელექტრონული სერვისის მიღება არის შესაძლებელი.

Share