Home » ფინანსები » ქორწილები, ქელეხები და დაბადების დღეები – აჭარაში რამდენიმე ობიექტი დააჯარიმეს

ქორწილები, ქელეხები და დაბადების დღეები – აჭარაში რამდენიმე ობიექტი დააჯარიმეს

აჭარაში 600-მდე ბიზნეს სუბუექტი გააფრთხილეს, 15 კი დააჯარიმეს. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, შეამოწმეს კვებისა და სპორტული ობიექტები, ასევე მარკეტები და სავაჭრო ცენტრები.

მათთვის, ვინც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილ რეკომენდაციებს სათანადოდ არ იცავდნენ, სანქციები გატარდა. შეამოწმეს ტრანსპორტი და გააფრთხილეს მგზავრები და მძღოლები.

“7 შემთხვევაში გამოვიყენეთ სანქცია ქორწილის, ქელეხის, დაბადების დღის აღნიშვნის გამო” – თქვა ფერაძემ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ.

მანამდე აჭარაში 4 კლუბს საქმიანობის უფლება შეუჩერეს და 10-10 ათასი ლარით დააჯარიმეს.

Share