„ალფა გრუპმა“ IDS Borjomi Georgia-ში მისი კუთვნილი საკონტროლო პაკეტის გაყიდვისთვის ემზადება. საუბარია 55,8% წილზე. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს.
როგორც გამოცემა წერს, ქართული მინერალური წყლის ექსპორტის 50% რუსეთის ბაზარზე გადის. გამოცემა მიუთითებს, რომ „ალფა გრუპმა“ IDS Borjomi 2013 წელს შეიძინა ბადრი პატარკაციშვილისგან.
სააგენტო სავარაუდო მყიდველად ასახელებს ქართველ ბიზნესმენ გია ორჯონიკიძეს.