Home » მსოფლიო » რუსეთში, ღვინის საცობების დეფიციტის გამო, ღვინოების მესამედი ალუმინის სახურავით დაიხურება

რუსეთში, ღვინის საცობების დეფიციტის გამო, ღვინოების მესამედი ალუმინის სახურავით დაიხურება

რუსეთში, ევროკავშირის სანქციების მორიგი პაკეტის გამო, ესპანეთიდან და პორტუგალიიდან ღვინის საცობების მიწოდება შეჩერებულია. ამ ფონზე რუსი მეღვინეების დაახლოებით 30%-ს მალე ალუმინის ხრახნიან თავსახურებზე გადასვლა მოუწევთ, იუწყება Rossiyskaya Gazeta (RG) Roskachestvo-ს პროგნოზზე დაყრდნობით.

ამასთან, გამოცემის ცნობით, ხრახნიან თავსახურზე გადასასვლელად მეღვინეებს ბოთლის ტიპის შეცვლა და წარმოების დამატებითი აღჭურვა სჭირდება.

მანამდე Soyuzkonyak-ის თავმჯდომარემ, დიმიტრი ჩერნევმა Gazeta.Ru-ს განუცხადა, რომ კონიაკის წარმოება რუსეთში შეიძლება თითქმის მესამედით შემცირდეს ევროპიდან კონიაკის დისტილატების მიწოდების შემცირების გამო, დასავლეთის სანქციების ფონზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესდა.

გიორგი არაბული

Share