Home » ბიზნესი » პროკრედიტ ბანკი 23 წლისაა

პროკრედიტ ბანკი 23 წლისაა

პროკრედიტ ბანკი 23 წლისაა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, ბანკი სოციალური ქსელით ავრცელებს.

“ჩვენი მთავარი მიზანი, ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა

ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ბიზნესი მხოლოდ სწრაფი მოგების მაქსიმიზაციას ემსახურება, ის ვერ იქნება მდგრადი

ჩვენ ვთვლით, რომ ბიზნესის საქმიანობის ამოცანა თანამშრომლებზე, სოციუმზე და გარემოზე ერთდროული და თანაბარმნიშვნელოვანი დადებითი გავლენის მოხდენაა

ჩვენთვის CSR და გარემოზე ზრუნვა არ არის შესასრულებელი დავალებების მოსანიშნ ნუსხაში, არამედ ის ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია

ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამჭვირვალობა ეთიკური ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია

ამ ღირებულებებით იქმნება ჩვენი ორგანიზაციული კულტურა, ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, რომლითაც ვხელმძღვანელობთ ერთმანეთთან, პარტნიორებთან და გარემოსთან ურთიერთობისას.

პროკრედიტ ბანკი 23 წლისაა!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Share