Home » ახალი ამბები » „თიბისი“ გამოფენა-გაყიდვა „მადლობა უკრაინა”-ს მხარდამჭერია

„თიბისი“ გამოფენა-გაყიდვა „მადლობა უკრაინა”-ს მხარდამჭერია

„თიბისი“ გამოფენა-გაყიდვა „მადლობა უკრაინა”-ს მხარდამჭერია. „თიბისის“ ინფორმაციით, გამოფენა-გაყიდვას დიზაინ სტუდიო „ორი”14 და 15 მაისს, მერაბ კოსტავას #14, სასტუმრო რუმსში, 16:00-22:00 საათამდე წარმოადგენს.

მათივე ცნობით, გამოფენა თავისუფლებისთვის მებრძოლი, უკრაინელი ხალხის პატივსაცემად და მხარდასაჭერად გაიმართება.

„გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათი ქართველი დიზაინერის ნამუშევარი. თითოეული ავტორი, თავისი შემოქმედებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს ეხმიანება. გამოფენიდან შემოსული თანხა უკრაინის დასახმარებელ ფონდში სრულად გადაირიცხება.

ადგილზე შემდეგი არტისტების ნამუშევრები დაგხვდებათ: ანუკი კონიაშვილი, ანა ჩუბინიძე, ბექა ბერიძე, დანტე, ბაიკო ფირცხალაიშვილი, დათო მსახურაძე, ელენე ჭიჭაშვილი, გვანცა ჩიჯავაძე, ჯორჯ გეიმეზი, გიორგი ქვლივიძე, გიორგი ჯინჭარაძე, ირა კიმბერგი, ირაკლი თოიძე, მარი კახურიშვილი, ლევან ამაშუკელი, ლევან მამსიკაშვილი, ნათია კვარაცხელია, მუსია ქებურია, ნინო მეგრელიძე, ოთო მიქაძე, ნინუკა ცინცაძე, რუსლან ბერიძე, სალი ნიკოლაიშვილი, სანდრო ლალიაშვილი, თამუნზი, სოფო გურასპაშვილი, თენგიზ ბეგოიძე, ვანო საგინაშვილი, ვატო ქავთარაძე, მაშო მარგიშვილი, თამუნა წახნაკია, თითიშკა, გამეზა. მარიამ საშა, მარი კახურაშვილი.

„თიბისისთვის“ უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა და დახმარება მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით, იგი უკრაინის მხარდაჭერის პროცესში აქტიურადაა ჩართული და ამ მიმართულებით არაერთ აქტივობას ახორციელებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Share