Home » საზოგადოება » თბილისში „თიბისი“ კონცეპტი და They Said Books-ი რიგით მეექვსე წიგნების საგაზაფხულო ბაზრობას 14-15 მაისს გამართავენ

თბილისში „თიბისი“ კონცეპტი და They Said Books-ი რიგით მეექვსე წიგნების საგაზაფხულო ბაზრობას 14-15 მაისს გამართავენ

14-15 მაისს, „თიბისი“ კონცეპტი და They Said Books-ი რიგით მეექვსე წიგნების საგაზაფხულო ბაზრობას წარმოადგენენ, სადაც დაინტერესებულ პირებს ძველი და იშვიათი წიგნების მრავალფეროვანი სელექცია დახვდებათ. ამის ინფორმაციას შესახებ „თიბისი“ ავრცელებს.

„თიბისი“ კონცეპტის მომხმარებლებზე 10%-იანი ქეშბექი ვრცელდება.

როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინოფრმაციაშია ნათქვამი, ბაზრობა ახვლედიანის #10-ში (They Said Books) 13:00 – 22:00-საათამდე გაიმართება.

ასევე, They Said Books-თან პარტნიორობის ფარგლებში, 13 მაისს, 18:00 საათზე, „თიბისი“ კონცეპტის სივრცე შეხვედრას უმასპინძლებს, რომლის მოდერატორიც ნინო დარასელი იქნება.

„შეხვედრაზე მომხსენებლები პოეზიას, პროზასა და მუსიკას მიმოიხილავენ. ისეთ დიდ ავტორებსა და მუსიკოსებს შეეხებიან, როგორებიც ჟან ჟენე, ჰენრი მილერი, სილვია პლათი, კურტ კობეინი და ჯიმ მორისონი იყვნენ.

შეხვედრას სამი ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სპიკერი ეყოლება:

„დიანა ანფიმიადი – მწერალი, პოეტი და ფილოლოგია. 2009 წელს მისმა კრებულმა „შოკოლადი“ ლიტერატურული პრემია „საბა“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო დებიუტი“ მიიღო.

რეზი ხუნწელია – მუსიკალური ჟურნალისტი, რადიო წამყვანი და როგორც კონსერვატორიის, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია.

მაკა კასრაძე – რადიო წამყვანი და გამომცემლობა „ზებრას“ ხელმძღვანელია“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრა „თიბისი“ კონცეპტის ბიბლიოთეკაში, მარჯანიშვილის 7-ში გაიმართება.

„შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, დარეგისტრირდეთ: conceptevents.ge

ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/Book-club“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Share