Home » მსოფლიო » ევროპაში უკვე 20 კომპანიამ გახსნა რუბლის ანგარიში რუსული გაზის საფასურის გადასახდელად

ევროპაში უკვე 20 კომპანიამ გახსნა რუბლის ანგარიში რუსული გაზის საფასურის გადასახდელად

20-მა ევროპელმა კომპანიამ გახსნა ანგარიში რუსეთიდან გაზის მიწოდების რუბლებში გადასახდელად, იტყობინება Bloomberg 12 მაისს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

რუსული „გაზპრომის“ კიდევ 14 კლიენტმა, წყაროს ცნობით, მოითხოვა საჭირო დოკუმენტაცია რუსეთის ფედერაციის ვალუტაში ანგარიშის გასახსნელად.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწყების დღიდან ევროკავშირის ხელისუფლებას არ გადაუწყვეტია, ეწინააღმდეგება თუ არა რუსული ენერგორესურსების რუბლით შეძენა დაწესებულ შეზღუდვებს.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ 11 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კომპანიებს შეეძლებათ გაზის საფასურის გადახდა რუბლებში სანქციების დარღვევის გარეშე, აღნიშნავს Bloomberg.

„გაზპრომბანკში გაზის იმპორტიორთა უმეტესობამ უკვე გახსნა რუბლის ანგარიში“, – აღნიშნა მან.

დრაგის თქმით, გერმანიის გაზის უმსხვილესმა იმპორტიორმაც რუსულ ვალუტაში გადაიხადა.

სააგენტოს თანამოსაუბრემ დასძინა, რომ კლიენტების რაოდენობა, რომლებმაც გადაიხადეს რუბლებში, რჩება ოთხ დონეზე, როგორც წინა თვეში.

სანდრო პირველი

Share