Home » საზოგადოება » ზურაბ აბაშიძე – არ ვიცი რომელმა პოლიტიკოსმა მოუხადა ბოდიში სერგეი გავრილოვს
ზურაბ აბაშიძე - არ ვიცი რომელმა პოლიტიკოსმა მოუხადა ბოდიში სერგეი გავრილოვს

ზურაბ აბაშიძე – არ ვიცი რომელმა პოლიტიკოსმა მოუხადა ბოდიში სერგეი გავრილოვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ სერგეი გავრილოვისთვის თბილისიდან გამგზავრების წინ ბოდიში არ მოუხდია.

„ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად გავრილოვს არ შევხვედრივარ. მე იგი ვნახე აეროპორტში, როდესაც თვითმფრინავი მიფრინავდა, იმ პერიოდში იქ ვიყავი ახლო-მახლო. მივედი მასთან, ვნახე, როგორ მიმდინარეობდა მათი გამგზავრება და ძალიან მოკლე საუბარი მქონდა. სულ რამდენიმე ფრაზა იყო გავრილოვთან. ბოდიშები არ მოგვიხდია. მივედი, ვნახე, როგორ მიმდინარეობდა მათი გამგზავრება. შემიძლია ეს დაგიდასტუროთ. დეგელაცია მიემგზავრებოდა. მას აცილებდნენ შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლები და რამდენიმე წუთის შემდეგ ის თვითმფრინავი გაემგზავრა“, – განაცხადა აბაშიძემ.

კითხვაზე: აქვს თუ არა მას ინფორმაცია, რომელმა პოლიტიკოსმა მოუხადა ბოდიში გავრილოვს შექმნილი ვითარების გამო, აბაშიძე აცხადებს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

Share