Home » მსოფლიო » Zhou Qunfei – მსოფლიოში უმდიდრესი ქალი
Zhou Qunfei - მსოფლიოში უმდიდრესი ქალი

Zhou Qunfei – მსოფლიოში უმდიდრესი ქალი

ლენს ტექნოლოჯის(Lens Technolog) დამფუძნებელი, ჟოუ კიუნფეი მოულოდნელად მულტი მილიარდერი გახდა. მისი კომპანია აიფონის ეკრანების დამზადებითაა დაკავებული. კომპანიის ღირებულება 11 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ყველაზე მდიდარი ქალბატონის სტატუსის მფლობელი ჯანმრთელობის ცენტრის Theranos-ის დამფუძნებელი ელიზაბეტ ჰოლმსი იყო, თუმცა თაღლითობაში ბრალდების გამო მან 4.5 მილიარდი დოლარი დაკარგა.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი ჩინეთიდანაა. ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი ქალი მილიარდერი ცხოვრობს. ჟოუ კუნფეი ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში გენდერული თანასწორობის იდეას იცავდა, რამაც ქალებს უფლება მისცა გამოსულიყვნენ ასპარეზზე უფრო აქტიურად მას შემდეგ რაც კაპიტალიზმი შემოვიდა ქვეყანაში. ის ფერმაში გაიზარდა და 16 წლის ასაკში სკოლის მიტოვება გადაწყვიტა. ამის შემდეგ კი საათების კომპანიაში დაიწყო მუშაობა. Shenzhen University-ში კი ბუღალტერიის და სახანძრო უსაფრთოების განხრით მიიღო განათლება.

,,ჩემთვის მთავარი იყო რაღაც ახალი მესწავლა და არ ჰქონდა მნიშვნელობა მე ამაში მიხდიდნენ თუ არა. ყველა ჩემს თანასოფლელი შეძლებულინ ოჯახიდან მოდიოდა, მე კი თავად მსურდა საკუთარი ძალებით შემეცვალა ჩემი ბედი’’,- ამბობს ჟოუ კუნფეი.

1993 წელს 22 წლის ასაკში რამოდენიმე ათასი დოლარით მან საკუთარი საათების კომპანია გახსნა. მისი თქმით, სწორედ ჩინეთის ეკონომიკის აყვავების ხანაში მეწარმეებს და მათ შორის ქალებსაც ჰქონდათ შანსი შეექმნათ წარმატებული მომავალი საკუთარი შრომით.

 

ლევან ლაგვილავა

Share