Home » საზოგადოება » ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა
ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა

ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. უკვე გასაჯაროვდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, ვლადიმერ ზელენსკიმ  მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პეტრო პოროშენკოს ბრძანების გაუქმების სურვილი საჯაროდ, რამდენიმე დღის წინ გამოთქვა.

უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ ამ ბრძანების ავტორები დაისჯებიან.

მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ ზელენსკის მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით  ოფიციალურად 22 მაისს მიმართა. სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ  ჩამოართვა.

Share