Home » საზოგადოება » ყველაზე მეტ მომხმარებელს “შატო მუხრანის” ღვინოები მოსწონს, ყველაზე ნაკლებს “ასკანელი ძმები”
ყველაზე მეტ მომხმარებელს "შატო მუხრანის" ღვინოები მოსწონს, ყველაზე ნაკლებს "ასკანელი ძმები"

ყველაზე მეტ მომხმარებელს “შატო მუხრანის” ღვინოები მოსწონს, ყველაზე ნაკლებს “ასკანელი ძმები”

,,ბანკები და ფინანსებმა” საკუთარი ვებ–გვერდის მკითხველებს შორის ჩაატარა გამოკითხვა ღვინოების მწარმოებელი საუკეთესო კომპანიის გამოსავლენად.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 880-მა ადამიანმა. მკითხველთა აზრით, საუკეთესო ქართულ ღვინოებს კომპანია ,,შატო მუხრანი” აწარმოებს. მან ხმების 16% მიიღო, მეორე ადგილზე გავიდა ,,მეღვინეობა ხარება” 13.7%-ით, 12.3 ხმით მესამე ადგილი ერგო ,,კახურ ტრადიციულ მეღვინეობას”.

რაც შეეხება ყველაზე ნაკლებად პოპულარულ კომპანიას და ღვინოებს,  ბოლო ადგილი დაიკავა კომპანიამ ,,ასკანელი ძმები”, რომლის ღვინოები გამოკითხულთა მხოლოდ 4% მოსწონს (43 ხმა).

გამოკითხვა დაიწყო 25 იანვარს და გაგრძელდა 9 თებერვლამდე.  გამოკითხვაში წარმოდგენილი იყო ბაზარზე არსებული 12 ბრენდული კომპანია. თუ მკითხველები თვლიდნენ, რომ უპირატესობას ანიჭებდნენ არა გამოკითხვაში წარმოდგენილ 12 კომპანიას, არამედ რომელიმე სხვა კომპანიას, მაშინ ხმა უნდა მიეცათ – “სხვა”-სთვის.  ერთი კომპიუტერიდან ხმის მიცემა შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთხელ.

გთავაზობთ გამოკითხვის საბოლოო შედეგებს:

რომელი კომპანიის ქართულ ღვინოებს ანიჭებთ უპირატესობას?

  • შატო მუხრანი (16%, 182 Votes)
  • მეღვინეობა ხარება (13%, 151 Votes)
  • კახური ტრადიციული მეღვინეობა (13%, 143 Votes)
  • სხვა (12%, 138 Votes)
  • თელიანი ველი (8%, 89 Votes)
  • ბადაგონი (7%, 78 Votes)
  • თბილვინო (5%, 54 Votes)
  • მეღვინეობა შილდა (5%, 53 Votes)
  • GWS (5%, 53 Votes)
  • მილდიანი (5%, 51 Votes)
  • ქვევრის მზე – ტყუპები (4%, 49 Votes)
  • იკანო (4%, 48 Votes)
  • ასკანელი ძმები (4%, 43 Votes)

ხმების რაოდენობა: 880

Loading ... Loading ...
Share