Home » გალერეა » ყველაზე ეკონომიური ავტომობილები – AUTO BILD-ის TOP 10

ყველაზე ეკონომიური ავტომობილები – AUTO BILD-ის TOP 10

რამდენად სწრაფია? რამდენად ეკონომიური? როგორ ამუხრუჭებს? ამ და კიდევ ბევრ კითხვაზე პასუხებს ტესტ-დრაივის დროს ვპოულობთ ხოლმე. ახლა კი გაგაცნობთ საუკეთესოებს საუკეთესოთა შორის.

თქვენ გინდათ, რომ ყველაფერი ძალიან ზუსტად იცოდეთ? ჩვენც! ვარაუდები სხვების საქმეა, ჩვენ ყველაფერს აბსოლუტურად ზუსტად ვითვლით. სატესტო ავტომობილებს მილიმეტრული სიზუსტით ვზომავთ ხოლმე, სამუხრუჭე მანძილს – წამის მეათედებში. შესაბამისად, ბოლოს აბსოლუტური სიზუსტით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ესა თუ ის მოდელი ამა თუ იმ დისციპლინაში საუკეთესოა.

საერთო ჯამში, შეფასების ჩვენი სისტემის მიხედვით, 1200 ავტომობილი შევაფასეთ.

ყველაზე ეკონომიურები

ეს ის შემთხვევაა, როცა სიმარტივე ამარცხებს მაღალტექნოლოგიურობას: კომპლექსური ჰიბრიდის ნაცვლად, ამ დისციპლინაში გამარჯვებულია უმარტივესი მცირელიტრაჟიანი ავტომობილი – უბრალო ბენზინის ძრავით. Mitsubishi Space Star მსუბუქი ავტომობილისა და პატარა ძრავის შესანიშნავ მიქსს გვთავაზობს, რისი წყალობითაც მისი საწვავის რეალური ხარჯი 100 კილომეტრზე 4,7 ლიტრია. მასთან ერთად, საუკეთესოა ”ვოლვოც” დიზელის ძრავით.

 

Share