Home » ბიზნესი » ყველაზე ძვირი “რედისონი” თბილისშია
ყველაზე ძვირი "რედისონი" თბილისშია

ყველაზე ძვირი “რედისონი” თბილისშია

მსოფლიოში უამრავი ბრენდირებული სასტუმრო არსებობს. ზოგიერთი მათგანი თითქმის ყველა ქვეყანაში არის წარმოდგენილი. “ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა, რა ჯდება მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქალაქში ერთი ბრენდის ქვეშ მოქმედ სასტუმრო “რედისონში” 2 ადამიანის დასვენება. ფასები მოცემულია იწწლშტპ.სწქ-ის მიხედვით 18 ივნისიდან 24 ივნისის პერიოდში. ფასში შესულია საუზმის ღირებულება.

თბილისი ბოლო დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალურ ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებში. დიდი წინსვლაა ტურიზმის მიმართურებით. შესბამისად, იზრდება ფასიც. თბილისის “რედისონ ბლუ ივერიაში” ზაფხულის პირველ თვეში 6 დღის გატარება 2 ადამიანს 5 638 ლარი დაუჯდება.

როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქალაქში ამ სასტუმროში დასვენება ყველაზე ძვირი თბილისშია. დანარჩენი 9 წამყვან ქალაქში მდებარე “რედისონების” ფასი ასეთია:

ბერლინი – 5350 ლარი, ლონდონი – 4484 ლარი, ნიუ იორკი – 4291 ლარი, პრაღა – 4198 ლარი, პარიზი – 4074 ლარი, სიდნეი – 3537 ლარი, სტამბული – 3153 ლარი, ბუდაპეშტი – 2392 ლარი, დელი – 1,512 ლარი.

Share