Home » საზოგადოება » „ყველა უწყება რომ გავაუქმოთ და ყველა სახლში გავუშვათ, პენსიის 400 ლარამდე გაზრდას ბიუჯეტი მაინც არ ჰყოფნის”
„ყველა უწყება რომ გავაუქმოთ და ყველა სახლში გავუშვათ, პენსიის 400 ლარამდე გაზრდას ბიუჯეტი მაინც არ ჰყოფნის”

„ყველა უწყება რომ გავაუქმოთ და ყველა სახლში გავუშვათ, პენსიის 400 ლარამდე გაზრდას ბიუჯეტი მაინც არ ჰყოფნის”

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირება პენსიის 400 ლარამდე გაზრდის შესახებ, ტყუილია.

კაკაურიძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიის 400 ლარამდე გაზრდის რესურსი არ არსებობს.

„თუ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე საუბრობენ, ყველა უწყება რომ გავაუქმოთ და ყველა სახლში გავუშვათ, პენსიის 400 ლარამდე გაზრდას ბიუჯეტი მაინც არ ჰყოფნის. ეს არარეალური და აბსურდული დაპირებაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩაეკითხოთ, არ იტყვიან, რომ ამის გაკეთებას 2019-2020 წლებში აპირებენ”, – აღნიშნავს კაკაურიძე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქვეყანაში პენსია ყოველწლიურად, ეტაპობრივად გაიზრდება.

Share