Home » მსოფლიო » YouTube-ი ნაციონალისტური იდეების პროპაგანდისტულ ვიდეოებს დაბლოკავს
YouTube-ი ნაციონალისტური იდეების პროპაგანდისტულ ვიდეოებს დაბლოკავს

YouTube-ი ნაციონალისტური იდეების პროპაგანდისტულ ვიდეოებს დაბლოკავს

YouTube-ის ადმინისტრაციამ ვიდეოჰოსტინგის წესებში ცვლილება შეიტანა და გადაწყვიტა დაბლოკოს რგოლები, რომლებშიც საუბარია ზოგი ხალხის სხვა ხალხებთან უპირატესობის შესახებ.

სერვისის ოფიციალურ ბლოგში წერია, რომ აკრძალვა შეეხება ისეთ ვიდეორგოლებს, რომლებშიც გამართლებულია დისკრიმინაცია, სეგრეგაცია ან იზოლაცია ასაკის, სქესის, რასის, კასტის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის მიხედვით. ეს აკრძალვა ასევე ეხება ნაციონალისტური იდეების პროპაგანდის შემცველ ვიდეოებსაც.

ჰოსტინგზე ასევე დაიბლოკება ვიდეოები, სადაც სისასტიკეა ასახული, მათ შორის ჰოლოკოსტი ან სკოლებში სროლა.

Youtube-ში ამბობენ რომ პირველ ეტაპზე ვიდეოებს წაშლიან შერჩევის პრინციპით, უახლოეს მომავალში კი სისტემა სრული დატვირთვით ამუშავდება.

imedinews.ge

Share