Home » საზოგადოება » ყოფილი პატიმრებისთვის ტატუს მოსაშორებლად 48 ათასი ლარი გამოიყო
ყოფილი პატიმრებისთვის ტატუს მოსაშორებლად 48 ათასი ლარი გამოიყო

ყოფილი პატიმრებისთვის ტატუს მოსაშორებლად 48 ათასი ლარი გამოიყო

 ყოფილი პატიმრებისთვის ტატუს მოსაშორებლად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 48 ათასი ლარი გამოიყო. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

ტატუს მოშორება ყოფილი პატიმრებისთვის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა 2012 წელს თეა წულუკიანის ინიციატივით ამოქმედდა.

“ტატუს ამოშლა არის უფრო და უფრო რთული, უფრო და უფრო ძვირი. მინდა მოვუწოდო, რომ არ დაიზიანონ ხელები, კანი. იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი მოსაშორებელი ამიტომ ჩვენ ამ თანხად 48 ათას ლარად მხოლოდ 60-მდე ბენეფიციარს შევძლებთ რომ მოვაშოროთ ტატუ. რესოციალიზაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ 2013 წლიდან 130-მდე ყოფილ პატიმარს მოვაშორეთ ტატუ, რამაც მათ საშუალება მისცა რომ ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ეგრძნოთ თავი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Share