Home » ბიზნესი » ყაზტრანსგაზ-თბილისი გაიყიდა
ყაზტრანსგაზ-თბილისს ახალი მფლობელი ჰყავს

ყაზტრანსგაზ-თბილისი გაიყიდა

ყაზტრანსგაზ-თბილისი გაიყიდა. შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის ახალი მფლობელი ჰყავს.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს ვოლთბეი გახდა. გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კი ნიკოლოზ ჭიაურელი დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ კომპანიაში დღემდე რჩება სპეციალური მმართველი. ნიკოლოზ ჭიაურელს კი 2017 წლის მაისის ჩათვლით “კავკასუს ონლაინის“ დირექტორის თანამდებობა ეკავა.

რაც შეეხება „ყაზტრანსგაზ-თბილისს“, მანამდე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ყაზახური სააქციო საზოგადოება ყაზტრანსგაზი იყო, დირექტორის პოსტი კი სანჯარ შოტაკაევს ეკავა.

Share