Home » ეკონომიკა » ყაზახეთს ბათუმის ნავთობტერმინალი საპრივატიზაციოდ გააქვს
ყაზახეთს ბათუმის ნავთობტერმინალი საპრივატიზაციოდ გააქვს

ყაზახეთს ბათუმის ნავთობტერმინალი საპრივატიზაციოდ გააქვს

ყაზახეთს მის მფლობელობაში არსებული ბათუმის ნავთობტერმინალი საპრივატიზაციოდ გააქვს, – ამის შესახებ ინფორმაცია ყაზახეთის ნავთობგაზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ეროვნული ფონდის “სარმუკ კაზინის” ხელმძღვანელმა უმირზაკ შუკეევმა 8 დეკემბრის სამთავრობო შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბათუმის ნავთობტერმინალი, რომელიც მდებარეობს შავიზღვისპირეთში, საქართველოს ტერიტორიაზე და ეკუთვნის ყაზახეთს, გასაყიდად გამოვა.

“ყაზტრანსოილი” მზადაა გაყიდოს გადამზიდავი კომპანია “კაზმორტრანსფლოტი” და ბათუმის ტერმინალი. არაპროფილური აქტივი, რომელიც ეკუთვნის “ყაზტრანსოილს” და “ყაზტრანსგაზს” იქნება გამოტანილი საპრივატიზაციოდ”, –

განაცხადა უმირზაკ შუკეევმა.

ამასთან, ბათუმის ნავთობტერმინალის ოპერირებას ახორციელებს “ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი”. “ყაზმუნაიგაზის” შვილობილმა სტრუქტურამ – “ყაზტრანსოილმა” 2008 წლის თებერვალში შეისყიდა “ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგის” აქციების 100%, რომლის ბალანსზეც ბათუმის ნავთობტერმინალიცაა. “ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი” ფლობს ბათუმის პორტის მართვის 49 წლიან ექსკლუზიურ უფლებას.

თავად ბათუმის ნავთობტერმინალი არის საზღვაო პუნქტი, რომელიც გამოიყენება კასპიის ნავთობის საექსპორტოდ და ერთადერთი ტერმინალია კავკასიაში, შავი ზღვის სანაპიროზე საიდანაც ხორციელდება თხევადი გაზის ექსპორტი. ამის გარდა, შუკეევმა დააანონსა გეგმები “რომპეტროლის” საკონტროლო პაკეტის გაყიდვის შესახებ. “რომპეტროლი” არის სავაჭრო მარკა, რომელიც ეკუთნის “KMG International N. V”-ს. თავის მხრივ, ამ კომპანიის 100% -ს ფლობს “ყაზმუნაიგაზი”.

bpn.ge

Share