Home » მსოფლიო » ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა დატოვა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა დატოვა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა დატოვა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სპეციალური მიმართვისას განაცხადა.

„მივიღე გადაწყვეტილება, პრეზიდენტის უფლებამოსილება მოვიხსნა”, – განაცხადა ნაზარბაევმა.

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, კასიმ ჟომარ ტოკაევი შეასრულებს.

შეგახსენებთ, ნურსულთან ნაზარბაევი ქვეყნის მეთაურის თანამდებობას 1990 წლიდან იკავებდა. 2015 წელს ის მეხუთე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.

Share