Home » მსოფლიო » ყაზახეთის პარლამენტის სპიკერად ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილი აირჩიეს
ყაზახეთის პარლამენტის სპიკერად ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილი აირჩიეს

ყაზახეთის პარლამენტის სპიკერად ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილი აირჩიეს

ყაზახეთის პარლამენტის სპიკერად ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილი აირჩიეს.

დარიგა ნაზარბაევას კანდიდატურას სენატორებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ნაზარბაევა ყაზახეთის საკანონმდბელო ორგანოს ზედა პალატის თავმჯდომარეის პოსტს ხელახლა დაიკავებს. ყაზახეთის ყოფილი პრეზიდნეტის 36 წლის ქალიშვილი სენატის სპიკერის პოსტს 2019 წლის მარტიდან იკავებს. ის ამ თანამდებობაზე ყაზახეთის ლიდერმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა წარადგინა.

ასევე პრეზიდენტ ტოკაევის განკარგულებით, სახელმწიფო მოხელეების რიცხვი ყაზახეთში 25 პროცენტით შემცირდება. სახელმწიფო აპარატის შემცირება 2024 წლადმე ეტაპობრივად განხორციელდება.

ამავე დროს ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, 2020 წლიდან მიკრო და მცირე ბიზნესი ყაზახეთში სამი წლით საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება. ასევე, სამი წლით აიკრძალება მიკრო და მცირე ბიზნესის საგადასახადო შემოწმებაც.

1tv.ge

Share