Home » მსოფლიო » ყაზახეთის დედაქალაქს ოფიციალურად ნურსულთანი ეწოდა
ყაზახეთის დედაქალაქს ოფიციალურად ნურსულთანი ეწოდა

ყაზახეთის დედაქალაქს ოფიციალურად ნურსულთანი ეწოდა

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას ნურსულთანი ეწოდება.

„ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქს ასტანას დაერქვას სახელი ნურსულთანი“, – ნათქვამია განკარგულებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განკარგულება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს ყაზახეთის ახალი პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას სახელი გადაერქვას და ნაზარბაევის პატივსაცემად ნურსულთანი დაერქვას.

Share