Home » მსოფლიო » ყატარის თავდაცვის მინისტრი – ყატარს ნატო-ში შესვლა სურს
ყატარის თავდაცვის მინისტრი - ყატარს ნატო-ში შესვლა სურს

ყატარის თავდაცვის მინისტრი – ყატარს ნატო-ში შესვლა სურს

ყატარს ნატო-ში შესვლა სურს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ხალედ ბენ მუჰამედ ალ-ათიამ განაცხადა. მისივე თქმით, ყატარი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის „მთავარი არაწევრი მოკავშირეა“.

„რეგიონში შეიარაღების ხარისხის საკითხში ყატარი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დოჰაში შესაძლოა ნატო-ს ერთ-ერთი სპეციალიზირებული ცენტრი განთავსდეს“, – განაცხადა ალ-ათიამ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისში საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და ბაჰრეინმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს, ბლოკადა გამოუცხადეს და ტერორიზმის მხარდაჭერაში დასდეს ბრალი. დოჰაში აღნიშნულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

Ipn.ge

Share