Home » ბიზნესი » Yandex და Uber გაერთიანდნენ
Yandex და Uber გაერთიანდნენ

Yandex და Uber გაერთიანდნენ

კომპანია “იანდექსმა” და “უბერმა”, ტაქსის ონლაინ-გამოძახების სერვისის გაერთიანების შეთანხმების პროცესი დაასრულეს

გაერთიანებული კომპანიის ხელმძღვანელად ტიგრან ხუდავერდიანი დაინიშნა. დირექტორთა კაბინეტის შემადგენლობაში ასევე შევიდნენ “იანდექსის” სამი წარმომადგენელი და “უბერის” – 3.

Yandex -მა და Uber-მა შეთანხმების დასრულების შემდეგ, ახალ კომპანიაში 225 მილიონი და 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს. ამჟამად კომპანიის ბიუჯეტი 400 მილიონ დოლარს აღწევს. კომპანიის 59% ეკუთვნის “იანდექსს”, 36% “უბერს”, ხოლო 3,8% – თანამშრომლებს.

“იანდექსმა” და “უბერმა”, რუსეთში, ბელორუსში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ასევე საქართველოშიც გაერთიანებული სერვისის შექმნის შესახებ 2017 წლის ივლისში განაცხადეს.

მომხმარებლები ისევ შეძლებენ გამოიძახონ ტაქსი თითოეულ აპლიკაციაში, თუმცა მძღოლები საერთო ტექნოლოგიურ პლატფორმაში იქნებიან გაერთიანებულნი. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მგზავრობის ღირებულება არ შეიცვლება.

რუსულმა კომპანიამ “იანდექს.ტაქსიმ” თბილისში მგზავრების მომსახურება 2016 წლის 23 აგვისტოდან დაიწყო.

imedinews.ge

Share