Home » მსოფლიო » ყალბი ახალი ამბების გავრცელებისთვის, საფრანგეთმა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 75 000 ევროს ჯარიმა დააწესა
ყალბი ახალი ამბების გავრცელებისთვის, საფრანგეთმა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 75 000 ევროს ჯარიმა დააწესა

ყალბი ახალი ამბების გავრცელებისთვის, საფრანგეთმა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 75 000 ევროს ჯარიმა დააწესა

საფრანგეთის პარლამენტმა ნოემბერში ახალი კანონი მიიღო, რომელიც უფლებამოსილებას ანიჭებს მოსამართლეებს, მიიღონ გადაწყვეტილება, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ყალბი ახალი ამბების დაუყოვნებელი წაშლის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით შედგენილი კანონპროექტი, სენატის მიერ ორჯერ იქნა უარყოფილი, ვიდრე ის პარლამენტში მხარდაჭერას მოიპოვებდა.

„ეს არის აუცილებელი პირობა თავისუფალი, ღია და უსაფრთხო ინტერნეტისთვის, როგორც ეს მის დამფუძნებელ მამებს ჰქონდათ წარმოდგენილი“, უთხრა მაკრონმა პარიზში „ინტერნეტის მართვის“ ფორუმს.

კანდიდატებს და პოლიტიკურ პარტიებს ახლა, არჩევნებამდე სამი თვის განმავლობაში, შესაძლებლობა ექნებათ სარჩელით მიმართონ მოსამართლეს იმისათვის, რომ დაეხმარონ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელების შეჩერებაში.

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა “ბანკები და ფინანსების” გამოკითხვაში

Share