Home » ახალი ამბები » „წყნეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მეტყველებს, რომ სწრაფად უნდა მოწესრიგდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი“
„წყნეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მეტყველებს, რომ სწრაფად უნდა მოწესრიგდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი“

„წყნეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მეტყველებს, რომ სწრაფად უნდა მოწესრიგდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი“

თბილისის მერი კახა კალაძე წყნეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება დედაქალაქის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა გამოვეხმაურო წყნეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, სადაც ავტობუსს სამუხრუჭე სისტემამ უმტყუნა. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, წყნეთში ვტობუსი ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

Share