Home » ეკონომიკა » Wyndham Hotels & Resorts-ი საქართველოში შვიდ ახალ სასტუმროს ხსნის
Wyndham Hotels & Resorts-ი საქართველოში შვიდ ახალი სასტუმროს ხსნის

Wyndham Hotels & Resorts-ი საქართველოში შვიდ ახალ სასტუმროს ხსნის

Wyndham Hotels & Resorts ფართოვდება საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში. მიზანი 15 ახალი სასტუმრო 2021 წლისათვის

 

მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმროების ფრანშიზერი კომპანიაზრდის შემოთავაზებას და რეგიონში ახალ სასტუმროებს ხსნის

Wyndham Hotels & Resorts, მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმროების ფრანშიზერი კომპანია, რომელიც მოიცავს 9,200 სასტუმროს და 20 ბრენდს 80-ზე მეტ ქვეყანაში, განაგრძობს თავისი საერთაშორისო სასტუმროების პორტფოლიოს გაფართოებას. უახლოესი 2 წლის განმავლობაში იგეგმება 15 ახალი სასტუმროს გახსნა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის Wyndham Hotels & Resorts-ის ქსელს რეგიონში.

2021 წლისათვის კომპანიის მფლობელობაში იქნება 35 მოქმედი სასტუმრო და 5 700-ზე მეტი ოთახი რამდენიმე საკვანძო ბაზარზე, მათ შორის, საქართველოში, რუსეთში, ყირგიზეთში, სომხეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთში.

საქართველო

Wyndham-ის გრანდიოზული გეგმა ითვალისწინებს 7 ახალი სასტუმროს და 1 300-ზე მეტი ოთახის დამატებას მხოლოდ საქართველოში. ახალი სასტუმროები ხელს შეუწყობს კომპანიის გავლენის გაფართოებას თბილისსა და ბათუმში. გარდა ამისა გაიხსნება ახალი ობიექტები ქუთაისში და გოდერძის უღელტეხილზე, ზამთრის კურორტზე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. ქართულ ბაზარზე Wyndham-ი გამოჩნდა 2016 წელს მხოლოდ ერთი სასტუმროთი და მას შემდეგ დინამიკურად ვითარდება. გაიხსნა Wyndham Grand® და Ramada Encore® by Windham-ი თბილისში. უახლოესი ორი წლის განმავლობაში კომპანია გეგმავს 10-მდე სხვადასხვა ბრენდის და სეგმენტის სასტუმროს გახსნას. ბრენდებს შორის იქნება: Wyndham Garden®, Ramada®, TRYP® by Wyndham და ასევე დიზაინზე ორიენტირებული ეკონომკლასის ბრენდი Super 8® by Wyndham.

რუსეთი

კომპანია გეგმავს გაფართოებას რუსეთში: შემდეგ წელს კისლოვოდსკში აშენდება ახალი სასტუმრო Ramada by Wyndham. ამგვარად ბრენდ Ramada by Wyndham-ის მრავალფეროვან პორტფოლიოს კიდევ ერთი ობიექტი დაემატება. გარდა ამისა, Wyndham-ი ბაზარზე შემოიყვანს ბრენდ Ramada Encore by Wyndham-ს – 2020 წელს აშენდება ახალი სასტუმრო ეკატერინბურგში, 2025 წლისთვის კი ამავე ბრენდის ახალი სასტუმრო პეტერბურგში.

ყაზახეთი და უზბეკეთი

Wyndham Hotels & Resorts განაგრძობს სწრაფ ზრდას ყაზახეთში. 2020 წელს გაიხსნება ახალი სასტუმროები კურორტ ბურაბაიზე, ქალაქ შიმკენტში, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტსა და ისტორიულ ქალაქ ბუხარაში.

დიმიტრის მანიკისი, Wyndham Hotels & Resorts-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი EMEA-ს რეგიონში: „ეს რეგიონი გვთავაზობს მომხიბლავ შესაძლებლობებს ჩვენი ინდუსტრიისათვის, განვითარებული ქალაქებით დაწყებული, გასაოცარი პეიზაჟებით დამთავრებული. ვაპირებთ აღმოვაჩინოთ უამრავი ახალი მიმართულება და გავზარდოთ სტუმრების რაოდენობა ჩვენს სასტუმროებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. ჩვენ ამ რეგიონში უდიდეს პოტენციალს ვხედავთ. გაფართოების გეგმა მჭიდროდ არის დაკავშირებული კომპანიის ხედვასთან – მიგვაჩნია, რომ სასტუმროებში ცხოვრება ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. გვინდა დავაკმაყოფილოთ მზარდი მოთხოვნა არა მხოლოდ მაღალი დონის სასტუმროებზე, არამედ გავითვალისწინოთ ნებისმიერი მოგზაურის საჭიროებები, იმის მიუხედავად, როდის და როგორ მოისურვებს რეგიონის მონახულებას“.

რეგიონში ბოლო ხანს გახსნილი სასტუმროები:

Ramada by Wyndham Bishkek Centre, ყირგიზეთი – სასტუმრო ბიშკეკში, ყირგიზეთის დედაქალაქში, ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში. გაიხსნა 2019 წლის ივლისში. ეს არის Wyndham-ის პირველი ობიექტი ყირგიზეთში. სასტუმრო აშენებულია ბიშკეკის ცენტრში, ეროვნული ისტორიული მუზეუმისა და სხვა ღირსშესანიშნაობების მახლობლად. მასთან ახლოს არის ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის, სამი რესტორანი და ბარები.

Wyndham Grand Tbilisi, საქართველო – სასტუმრო თბილისში, ტურისტული ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების მახლობლად. სასტუმრო გაიხსნა 2019 წლის მაისში. სასტუმროს აქვს 158 ელეგანტური ნომერი, ხუთი საკონფერენციო დარბაზი მაღალი ხარისხის აღჭურვილობით, ლაუნჯ-ბარი და სამი რესტორანი. აღსანიშნავია, რომ ჰოლისათვის სპეციალურად დამზადდა 22-მეტრიანი ჭაღი. სასტუმროში არის საბანკეტო დარბაზი, არაჩვეულებრივი ხედით ქალაქზე. ეს სასტუმრო იდეალური ადგილია მაღალი დონის ღონისძიებების ჩასატარებლად.

Ramada by Wyndham Yerevan, სომხეთი – Wyndham Hotels & Resorts-ის პირველი სასტუმრო სომხეთში, ერევანში, მდებარეობს რესპუბლიკის მოედანზე. გაიხსნა 2019 წლის აპრილში. მისი ფანჯრებიდან იშლება პანორამული ხედი მთა არარატსა და ერევნის მშვენიერ ცენტრზე. სასტუმრო მოიცავს 202 ნომერს, 4 მოლაპარაკებათა დარბაზს, ფიტნესცენტრს, საუნას და ჰამამს.

სასტუმროები, რომელთა გახსნაც სამომავლოდ იგეგმება:

Ramada Encore by Wyndham Yekaterinburg, რუსეთი – ეს იქნება Ramada Encore by Wyndham-ის პირველი სასტუმრო რუსეთში, ეკატერინბურგში. მისი გახსნა იგეგმება 2020 წლის ნოემბერში. ეს იქნება მრავალფუნქციური კომპლექსის ნაწილი, რომელიც აერთიანებს სავაჭრო ცენტრს და მრავალფუნქციურ საკონფერენციო ცენტრს. სასტუმროში განთავსებული იქნება 214 ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, ფიტნესცენტრი, სხვადასხვა ტიპის ობიექტი საკვებითა და სასმელით, დასასვენებელი ზონა და დიდი პარკინგი. სასტუმროსათვის შერჩეულია საუკეთესო ადგილი, მოსახერხებელი წვდომით რკინიგზის სადგურებთან, ეკატერინბურგის საქმიან რაიონთან და ისტორიულ ცენტრთან.

Ramada by Wyndham Tbilisi, საქართველო  – Ramada by Wyndham-ის პირველი სასტუმრო გაიხსნება 2020 წელს თბილისი ცენტრში, მელიქიშვილის პროსპექტზე, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რაიონში, რომელიც ქალაქის ძველ და ახალ ნაწილებს აკავშირებს. 125-ნომრიანი ეს სასტუმრო ახლოს იქნება ქალაქის მთავარ საკონცერტო დარბაზთან და სხვა ღირსშესანიშნაობებთან. მასში გაერთიანდება ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები და ადგილობრივი კოლორიტი. სასტუმროში იქნება რესტორანი და ლაუნჯ-ბარი, ზამთრის ბაღი, ფიტნესცენტრი მაღალი დონის აღჭურვილობით და სამი საკონფერენციო დარბაზი.

Ramada by Wyndham Kutaisi, საქართველო – ქუთაისში, საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქის ცენტრში, თეთრ ხიდთან, ქალაქის სავიზიტო ბარათთან, აგებული სასტუმრო, 275 ნომრით, პანორამული ხედებით ბაგრატის ტაძარსა და მდინარე რიონზე, გაიხსნება 2021 წელს. მასში განთავსებული იქნება სამი რესტორანი და ბარი, ასევე 220-კაციანი საბანკეტო დარბაზი, რაც მას იდეალურ ადგილად აქცევს შეხვედრების გასამართად და ღონისძიებებისთვის.

Wyndham Garden Tashkent International Airport, უზბეკეთი – ახალი სასტუმრო ძალიან ახლოს იქნება ტაშკენტის აეროპორტთან და მთავარ სატრანსპორტო კვანძებთან. მისი გახსნა იგეგმემა 2021 წელს. სასტუმროში იქნება 79 საინტერესოდ მოწყობილი ოთახი და 29 მრავალოთახიანი ნომერი, სადაც ყველაფერი იქნება სტუმრისათვის კომფორტის შესაქმნელად. სასტუმროში იქნება გამაჯანსაღებელი ცენტრი სპა-სალონით, ღია და დახურული აუზები, ოთხი რესტორანი და ბარი. Wyndham Garden Tashkent-ს ასევე ექნება ბიზნესკლასის დარბაზი, საოფისე ნაგებობა, სამი დარბაზი მოლაპარაკებებისათვის და დიდი პარკინგი.

 კომპანიის შესახებ

Wyndham Hotels & Resorts-ის შესახებ

Wyndham Hotels & Resorts (NYSE: WH) – ეს არის მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმროების ფრანშიზერი კომპანია, რომლის მფლობელობაშიც არის 9 200-ზე მეტი სასტუმრო 80-ზე მეტ ქვეყანაში, 6 კონტინენტზე. კომპანია ორიენტირდება უბრალო მოგზაურებზე. მის ქსელში დაახლოებით 822 000 ნომერია. Wyndham-ს მოწინავე ადგილი უჭირავს სასტუმროების ბიზნესის ეკონომიურ და საშუალო ფასის სეგმენტებში.

მის პორტფოლიოში შედის 20 ბრენდი, მათ შორის: Super 8®, Days Inn®, Ramada®, Microtel Inn & Suites®, La Quinta®, Baymont®, Wingate®, AmericInn®, Hawthorn Suites®, The Trademark Collection® და Wyndham®. Wyndham Hotels & Resorts მოწინავე ადგილზეა მომსახურების მიწოდების კუთხით სასტუმროების ბიზნესის მართვის სფეროში: კომპანია მართავს 400 ობიექტზე მეტს. კომპანიის მრავალგზის პრიზიორი, ერთგულების პროგრამა Wyndham Rewards 79 მილიონზე მეტ გაწევრიანებულ მომხმარებელს აძლევს საშუალებას დააგროვოს ქულები ათასობით სასტუმროში და კურორტზე მსოფლიოს მასშტაბით. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებგვერდზე: www.wyndhamhotels.com. თუ დაინტერესდებით Wyndham-ის ბრენდის სასტუმროს გახსნით, ეწვიეთ ვებგვერდს: https://whrdevelopmentemea.com/

Share