Home » საზოგადოება » წყლის რესურსის გამოყენებისათვის ნებართვების სისტემა და მოსაკრებლები დაწესდება
წყლის რესურსის გამოყენებისათვის ნებართვების სისტემა და მოსაკრებლები დაწესდება

წყლის რესურსის გამოყენებისათვის ნებართვების სისტემა და მოსაკრებლები დაწესდება

2019 წელს წყლის რესურსის გამოყენება ახალ რეგულაციებს დაექვემდებარება. ცვლილებები კერძო სექტორს შეეხება. მათ წყლის სარგებლობის ნებართვა დასჭირდებათ და ასევე მოსაკრებლის გადახდა სავალდებულო იქნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, წყლის რესურსების ისეთი მართვაა საჭირო, რომ მომხმარებლებს ხარისხიანი წყალი მიეწოდოთ და ასევე წყლის რესურსის უყაირათო გამოყენება არ მოხდეს. ამ მიზნით იგეგმება ზედაპირული წყლით სარგებლობის ნებართვების სისტემისა და მოსაკრებლების დაწესება.

კანონპროექტი ითვალისწინებს გონივრულ ვადებს, რომლის ფარგლებშიც კერძო სექტორს ჰქონდეთ საკმარისი დრო ადაპტირებისათვის.

Share