Home » ბიზნესი » წყალტუბოში სანატორიუმი „იმერეთი“ იყიდება
წყალტუბოში სანატორიუმი „იმერეთი“ იყიდება

წყალტუბოში სანატორიუმი „იმერეთი“ იყიდება

ქალაქ წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით, ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“ ელექტრონულ აუქციონზე იყიდება.

ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 3 მილიონი ლარია. მყიდველმა ტერიტორიაზე მინიმუმ 110 ნომრიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო უნდა ააშენოს და არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

სანატორიუმი პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში იყიდება. ამავე პროექტით წყალტუბოში უკვე გაყიდულია 3 ყოფილი სანატორიუმი – „მეშახტე“, „ივერია“ და „ცისკარი“.

მათ ადგილას მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რისთვისაც 15 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

1tv.ge

Share