Home » ახალი ამბები » „წყალი მარგებელი“ დოღის სამზადისში – რა ელოდება 19 აგვისტოს ბახმაროს სტუმრებს
„წყალი მარგებელი“ დოღის სამზადისში - რა ელოდება 19 აგვისტოს ბახმაროს სტუმრებს

„წყალი მარგებელი“ დოღის სამზადისში – რა ელოდება 19 აგვისტოს ბახმაროს სტუმრებს

თითქმის საუკუნეა, 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში, ფერიცვალების დღესასწაულს სახალხო ზეიმით და დოღით აღნიშნავენ.

გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია -კურორტზე სამზადისი უკვე დაწყებულია, რომელსაც სათავეში კომპანია „წყალი მარგებელი“ ჩაუდგა:

„ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებს მონაწილეობას. წელს წყაროს წყალი ბახმაროსა და ნაბეღლავის კომპანიის ორგანიზებით, საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობითა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით  ბახმაროს თასი 2018 ჩატარდება.

ჩვენი კომპანია ტრადიციულ დოღს ორგანიზებულ ფორმას მისცემს და შესაბამისად ხელს შეუწყობს უნიკალური კურორტი ბახმაროს პოპულარიზაციასა და განვითარებას.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში წყაროს წყალმა ბახმარომ ფულადი საპრიზო ფონდი დააწესა და კომპანია მონაწილეებს საინტერესო სანახაობასა და უამრავ საჩუქარს პირდება, გარდა ამისა სტუმრები ბახმაროსთვის დამახასიათებელ კულტურულ თავისებურებებს გაეცნობიან.

ასე რომ, 19 აგვისტოს ბახმაროს თასზე გელოდებით, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს უნიკალური კურორტის განვითარებასა და პოპულარიზაციას“, _ ამბობს კომპანია „წყალი მარგებლის“ მარკეტინგის მენეჯერი ანა ბერიშვილი.

Share