Home » მსოფლიო » WP: თურქეთის არმიამ აშშ-ის სპეცრაზმს ცეცხლი განზრახ გაუხსნა
WP: თურქეთის არმიამ აშშ-ის სპეცრაზმს ცეცხლი განზრახ გაუხსნა

WP: თურქეთის არმიამ აშშ-ის სპეცრაზმს ცეცხლი განზრახ გაუხსნა

სირიის ქალაქ კობანიში თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ამერიკელ სამხედროებს ცეცხლი განზრახ გაუხსნეს. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროს ცნობით, თურქ სამხედროებს აშშ-ის სპეცრაზმის სირიის საზღვრიდან განდევნა სურდათ, ვინაიდან თურქეთი დაგეგმილზე უფრო დიდი ტერიტორიის გაკონტროლებას გეგმავს.

თურქმა სამხედროებმა ანონიმურობის პირობით გამოცემას უთხრა, რომ ამერიკელი სამხედროების მისამართით სროლა 155-მილიმეტრიანი საარტილერიო იარაღით მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ანკარასთვის ცნობილი იყო ამერიკელი სამხედროების მდებარეობა, ვინაიდან აშშ-ის სპეცრაზმი იქ რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

12 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ თურქმა სამხედროებმა აშშ-ის სპეცრაზმს ცეცხლი გაუხსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელებს თავდაცვის მიზნით საპასუხო ცეცხლის გახსნა სურდათ, თუმცა თურქებმა სროლა მალევე შეწყვიტეს.

თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოპერაციის დაწყებიდან 399 ქურთი მებრძოლია ნეიტრალიზებული. თავის მხრივ, ქურთების ინფორმაციით, 75 თურქი ჯარისკაცი მოკლულია, კიდევ 19 კი დაიჭრა. პენტაგონმა ანკარას ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

imedinews.ge

Share