Home » ბიზნესი » წლის ბოლომდე ბათუმში 2, ხოლო თბილისში ერთი Dunkin-ის რესტორანი გაიხსნება
წლის ბოლომდე ბათუმში 2, ხოლო თბილისში ერთი Dunkin-ის რესტორანი გაიხსნება

წლის ბოლომდე ბათუმში 2, ხოლო თბილისში ერთი Dunkin-ის რესტორანი გაიხსნება

“წლის ბოლომდე კიდევ 3 ახალი რესტორნის გახსნაა დაგეგმილი, აქედან 2 ბათუმში, ხოლო 1 თბილისში გაიხსნება. მომავალ წელს ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაახლოებთ 6-8 ახალი რესტორანი გავხსნათ. ეს დაახლოებით იქნება 600-700 ათასი დოლარის ინვესტიცია და 1 რესტორნის გახსნა დამატებით 25-30 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას უზრუნველყოფს,” – ამის შესახებ Dunkin-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ განცხადა.

ასევე, აღსანიშნავიან, რომ ამერიკული რესტორნების ქსელი Dunkin Donuts-ი სახელწოდებას იცვლის.  კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი საფირმო პროდუქტის Donuts-ის სახელი დასახელებიდან ამოიღოს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ სახელწოდების ოფიციალური ცვლილება 2019 წლის იანვარში მოხდება.

საქართველოში Dunkin-ი 2015 წლიდან ფუნქციონირებს. მას “ვისოლ ჯგუფი” ანვითარებს. ამჟამად ჯამში 21 რესტორანი ფუნქციონირებს საქართველოში. საერთო ჯამში კი 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

Share