Home » საზოგადოება » Wizz Air-ის განცხადებით, ერთ დოლარად ორი ბილეთის შეძენის შემოთავაზება ყალბია
Wizz Air-ის განცხადებით, ერთ დოლარად ორი ბილეთის შეძენის შემოთავაზება ყალბია

Wizz Air-ის განცხადებით, ერთ დოლარად ორი ბილეთის შეძენის შემოთავაზება ყალბია

ავიაკომპანია Wizz Air-ის განცხადებით, ერთ დოლარად ორი ბილეთის შეძენის შემოთავაზება ყალბია

კომპანიის განცხადებით, ვებგვერდსა და ფეისბუქზე Wizz Air-ის ბრენდინგსა და მცდარ დომეინს იყენებენ და ამან შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს და დაარწმუნოს მომხმარებლები, რომ Wizz Air-ის ოფიციალურ გვერდებზე არიან.

Wizz Air კიდევ ერთხელ აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ ავიაკომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდია www.wizzair.com და ყველა ინფორმაცია Wizz Air-ის აქციებისა თუ კონკურსების შესახებ გამოქვეყნდება სწორედ აქ, ავიაკომპანიის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში ან საინფორმაციო ბიულეტენში”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის თქმით, ისინი მიიღებენ ზომებს ყველა იმ სუბიექტის წინააღმდეგ, რომელთაც Wizz Air-ის მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავთ.

Share