Home » საზოგადოება » Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიის და კიოლნის მიმართულებით ფრენებს იწყებს
Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიის და კიოლნის მიმართულებით ფრენებს იწყებს

Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიის და კიოლნის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair-ის მიერ იტალიის ქალაქ ბოლონიისა და გერმანიის ქალაქ კიოლნის მიმართულებით ფრენები შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ბოლონიის მიმართულებით ფრენები 2019 წლის ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. ხოლო კიოლნის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 2020 წლის 1-ელი ივლისიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა ორივე მიმართულებით 23 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.

„ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air უკვე დაანონსებულ ქუთაისი-ნიცას მიმართულებით ფრენებს 2020 დეკემბრის ნაცვლად, 2019 წლის 12 დეკემბრიდან დაიწყებს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. ავიაკომპანია მილანის მიმართულებითაც ზრდის სიხშირეებს და რეისები ქუთაისიდან კვირაში 4- ჯერ შესრულდება (ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მუდმივად მუშაობას საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოყვანის მიმართულებით. ასევე, არსებული ავიაკომპანიების მიერ ახალი მიმართულებებისა და სიხშირეების დამატების კუთხით.

ავიაკომპანია Wizz Air-ი უკვე 7 წელია საქართველოს ავიაბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს. 2018 წლის მონაცემებით, ის მგზავრთა გადაყვანის კუთხით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერიც გახდა.

10 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი განთავსდება, რომელიც ფრენების ევროპის 6 ახალი მიმართულებით: ბრიუსელში, კოპენჰაგენში, ბაზელში, ეინდჰოვენში, ტალინსა და ბარიში შეასრულებს“, – აცხადებენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.“

Share