Home » საზოგადოება » Wendy’s-ს და Dunkin-ს რეალიზაცია მკვეთრად გაეზარდათ
Wendy's-ს და Dunkin-ს რეალიზაცია მკვეთრად გაეზარდა

Wendy’s-ს და Dunkin-ს რეალიზაცია მკვეთრად გაეზარდათ

რესტორნების ქსელების, Dunkin-ის  და Wendy’s – გენერალური დირექტორი გიგა მშვილდაძე GBC-სთან 2018 წელს აფასებს და 2019 წლის გეგმებზე საუბრობს.

მისი განცხადებით, 2018 წელი კომპანიების საქართველოში მოღვაწეობის განმავლობაში ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული წელი იყო.

გაყიდვების ზრდამ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, Dunkin-ის შემთხვევაში 51%, ხოლო Wendy’s-ის შემთხვევაში 21% შეადგინა.

წელს Dunkin-ს   დაემატა 5 , ხოლო Wendy’s-ს  1 ახალი რესტორანი დაემატა.

“რა თქმა უნდა, ზრდა გარკვეულწილად ახალ რესტორნებზეც მოდის, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანი იყო გაყიდვების ორგანული ზრდა”, – აცხადებს მშვილდაძე და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში Dunkin -ის 23 ობიექტი და Wendy’s-ის 10 რესტორანია.

მისივე თქმით, სულ ახლახანს, ნოემბერში   ბათუმში, Batumi City Mall-ში და აბაშიძის ქუჩაზე გაიხსნა Dunkin-ის რესტორნები, ერთ კვირაში კი თბილისში ლესელიძის ქუჩაზე რიგით 24-ე რესტორანი გაიხსნება.  იანვრის ბოლოსთვის კი თბილისში Wendy’s-ის მე-11 რესტორანი შეემატება.

რაც შეეხება 2019 წელს, მშვილდაძე აღნიშნავს, რომ წარმატებული 2018 -ის შემდეგ, მომდევნო წელი კომპანიებისთვის ინოვაციური და სიახლეებით სავსე იქნება: დაემატება Dunkin-ის დაახლოებით 6 რესტორანი, ხოლო Wendy’s-ის 2-3 რესტორანი. ამ მიმართულებით კი დაახლოებით $800,000-ის ინვესტიცია განხორციელდება.

“მოხდება პროდუქციის როტაცია, იქნება პროდუქციის ახალი ასორტიმენტი, ასევე იქნება სიახლეები მიწოდების სერვისთან დაავშირებით, სხვადასხვა ტექნოლოგიური და ინოვაციური სიახლეები, რასაც 21-ე საუკუნე საჭიროებს”, – აცხადებს გიგა მშვილდაძე.

GBC.GE

Share