Home » საზოგადოება » წელს, სკოლის დამამათავრებელი გამოცდები მე-12 კლასის მოსწავლეებსაც მოეხსნებათ
წელს, სკოლის დამამათავრებელი გამოცდები მე-12 კლასის მოსწავლეებსაც მოეხსნებათ

წელს, სკოლის დამამათავრებელი გამოცდები მე-12 კლასის მოსწავლეებსაც მოეხსნებათ

წელს, სკოლის დამამათავრებელი გამოცდები როგორც მე-11, ასევე მე-12 კლასის მოსწავლეებს მოეხსნათ. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა ასევე განმარტა, რომ წელს აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისე ჩააბარებენ.

“მივიღე გადაწყვეტილება, რომ  სკოლის დამამათავრებელი გამოცდები წელს მოეხსნათ, როგორც მეთერთმეტე, ასევე მე-12 კლასის მოსაწავლეებს.

აქვე მინდა განვმარტო, რომ წელს აბიტურიენტები ისე ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს და სისტემის ცვლილების ეს ნაწილი 2020 წლიდან ამოქმედდება”,-განაცხადა პრემიერმა.

Share