Home » საზოგადოება » წელს, ოკუპირებული აფხაზეთიდან მანდარინის ექსპორტი 50%-ითაა შემცირებული
წელს, ოკუპირებული აფხაზეთიდან მანდარინის ექსპორტი 50%-ითაა შემცირებული

წელს, ოკუპირებული აფხაზეთიდან მანდარინის ექსპორტი 50%-ითაა შემცირებული

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟოს კომიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მანდარინის მოსავლის მოცულობა ორჯერაა შემცირებული. ინფორმაციას ამის შესახებ Sputnik-abkhazia.ru ავრცელებს.

კილოგრამზე საშუალო ფასი 22 რუბლიდან 25 რუბლამდე მერყეობს.

აფხაზეთში მოყვანილი მანდარინის გასაღების ძირითადი ბაზარი რუსეთია. სოჭის საბაჟოს ინფორმაციით, წელს აფხაზეთიდან შესული მანდარინის მოცულობა შარშანდელთან შედარებით 2-ჯერაა შემცირებული და 150 ათას ტონას მოიცავს.

Share