Home » მსოფლიო » Walmart დასაქმებულ სტუდენტებს სწავლის გადასახადს დაუფინანსებს
Walmart დასაქმებულ სტუდენტებს სწავლის გადასახადს დაუფინანსებს

Walmart დასაქმებულ სტუდენტებს სწავლის გადასახადს დაუფინანსებს

Walmartი აშშ-ში დასაქმებულ სტუდენტებს, სთავაზობს დაფინანსებუს სისტემას, რომლის მიხედვითაც მათ სწავლა დღეში მხოლოდ 1 დოლარი “დაუჯდებათ”

Walmart Inc. აშშ–ს მასშტაბით დასაქმებულ ადამიანებს კოლეჯის საფასურს დაუფინანსებს. ამ ქმედებით ა.შ.შ-ს უდიდესი კერძო კომპანია თავის მომუშავეებს წახალისებას ცდილობს.

კომპანიის მიერ შემუშავებული სტრატეგიით, 1.5 მილიონ დასაქმებულს ახლა შეუძლიათ ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაშიში ან მომარაგების ჯაჭვის მენეჯმენტში სამ კოლეჯში დღეში $1-ად მიიღონ. Walmart დააფინანსებს სწავლას, სახელმძღვანელოების ღირებულებას და გამოყოფს თანხას ჩარიცხვის პროცესებისთვის. როგორც Walmart-ში ვარაუდობენ, დაახლოებით 68,000 დასაქმებული აპირებს ამ შანსის გამოყენებას. Walmart-მა უარი თქვა ხარჯების გახმაურებაზე. Guild Education-ის გამოთვლების მიხედვით, ასეთი პროგრამა თითო მომუშავეზე წლიურად $6,000-დან $10,000 დოლარამდე დაჯდება.

Walmart-ის და Sam’s Club-ის მომუშავეებს შეუძლიათ სამი დაწესებულებიდან ერთ–ერთის არჩევა. ესენია: ფლორიდის უნივერსიტეტი, კალიფორნიის ბრენდმენის უნივერსიტეტი და ბელვიუს უნივერსიტეტი ნებრასკაში. კურსებზე დასწრება, როგორც კამპუსზე, ასევე ონლიანშიც შეიძლება. დასაქმებულები არ იქნებიან ვალდებულები, ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდეგ, Walmart–ში გააგრძელონ საქმიანობა.

აქტივისტმა ჯგუფმა, OUR Walmart-მა, ამ გეგმას “წინ გადადგმული ნაბიჯი” უწოდა, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თუ რამდენი მომუშავე შეძლებს ამ პროგრამით სარგებლობას „ვოლმარტის“ სამუშაო განრიგის გამო, რომელმაც კოლეჯის და მუშაობის შეთავსება, შესაძლოა, რთული გახადოს.

“როგორც კი თქვენ Walmart-ს განუცხადებთ რომ კოლეჯში მიდიხართ თქვენ კარგავთ წვდომას სრულ-ვადიან განრიგზე,” – განაცხადა ანდრეა დელენდროფმა OUR Walmart-ის ერთერთმა აღმასრულებელმა დირექტორმა ინტერვიუში ოთხშაბათს. თუმცა, როგორც  Walmart-ის აღმასრულებლებმა დირექტორმა განაცხადა,მათ მიერ შერჩეული კონრეტული სამი უნივერსიტეტი სრულიად მორგებულია სამუშაო საათებთან.

 

ემხრობით თუ არა მსუბუქი ნარკოტიკების (მარიხუანა, კლუბური ნარკოტიკები...) ლეგალიზებას?

შედეგების ნახვა

Loading ... Loading ...
Share