Home » ფინანსები » Wall street-ის ეთერიუმიზაცია – ყველაფერი კრიპტოსამყაროს შესახებ
Wall street-ის ეთერიუმიზაცია - ყველაფერი კრიპტოსამყაროს შესახებ

Wall street-ის ეთერიუმიზაცია – ყველაფერი კრიპტოსამყაროს შესახებ

დღესდღეობით სულ უფრო მარტივდება ფონდების მოზიდვა ეგრეთ წოდებული ICO-ების მეშვეობით, ვიდრე ტრადიციული საერთო კაპიტალური ფონდებიდან. ამის შედეგად უკვე არსებობს 1500-მდე მონეტა. რამოდენიმე წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა პატარა კომპანიებისთვის მილიონობით დოლარის მოზიდვა მხოლოდ ”white paper-ის” გამოყენებით, ახლა კი სტარტაპებს შეუძლიათ, მოიზიდონ უამრავი ფინანსური რესურსი რამოდენიმე ათეული გვერდის დაწერით. ეს ყველაფერი კი შესაძლებელი გახადა ეთერიუმის ERC 20 ტოკენების სტანდარტმა, რომელიც ეთერიუმის ბლოკჩეინს იყენებს. ნებისმიერ შეუძლია, შექმნას მონეტა საკუთარი ბლოკჩეინის შემუშავების გარეშე.

რა თქმა უნდა, შესაძლოა, ეთერიუმს აჯობოს რომელიმე სხვა პლატფორმამ, მაგრამ ამჟამად იგი ბაზრის მონეტების 80%-ს შეადგენს. 580 ტოკენიდან 475 ეთერიუმის ბლოკჩეინზეა აგებული.

 

ეთერიუმის ბლოკჩეინის მთელი გენიალობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი არაბუნებრივად აადვილებს ფონდების მოზიდვას. ამისთვის უბრალოდ საჭიროა, შექმნა გონიერი კონტრაქტი, რომელიც ჩაატარებს ICO-ს. კონტრაქტში დაიწერება, რომ როდესაც ინვესტორები მითითებულ მისამართზე ეთერს გამოგზავნიან, შესატყვისი მონეტა მათ უკან გაეგზავნებათ. საინვესტიციო ბანკებსა და Wall street-ს ამის გაგონებაზე უსიამოვნო გრძნობა უნდა ეუფლებოდეს, რადგან სწორედ ამ მექანიზმის გენიალურობით ეთერიუმმა რევოლუცია მოახდინა და ისინი გამოუსადეგარი გახადა.

თავდაპირველად ამ სტატიას უნდა რქმეოდა ”wall street-ის უბერიზაცია”, მაგრამ რასაც უბერი აკეთებს ამჟამად, ვოლ სტრიტი უკვე აკეთებდა წლების განმავლობაში. ეს უკანასკნელი მოთხოვნას და მიწოდებას უზრუნველყოფდა ბაზრებზე და ამ ყველაფერში ის საკომისიოს სოლიდურ ოდენობას აკისრებდა მხარეებს. ბლოკჩეინის მეშვეობით კი, wall street-ის დანიშნულება უქმდება, რადგან ბლოკჩეინი კაპიტალის მოზიდვას უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის ნებისმიერი მოთამაშისთვის.

დათა სვიმონიშვილი

cryptoz.ge

რომელი კომპანიის ქართულ ღვინოებს ანიჭებთ უპირატესობას?

  • შატო მუხრანი (16%, 182 Votes)
  • მეღვინეობა ხარება (13%, 151 Votes)
  • კახური ტრადიციული მეღვინეობა (13%, 143 Votes)
  • სხვა (12%, 138 Votes)
  • თელიანი ველი (8%, 89 Votes)
  • ბადაგონი (7%, 78 Votes)
  • თბილვინო (5%, 54 Votes)
  • მეღვინეობა შილდა (5%, 53 Votes)
  • GWS (5%, 53 Votes)
  • მილდიანი (5%, 51 Votes)
  • ქვევრის მზე – ტყუპები (4%, 49 Votes)
  • იკანო (4%, 48 Votes)
  • ასკანელი ძმები (4%, 43 Votes)

ხმების რაოდენობა: 880

Loading ... Loading ...
Share